შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი , ცნობილი ბრიტანელი მწერლის , ართურ კონან დოილის დეტექტიური ჟანრის რომანია, რომელიც 12 მოთხრობისგან შედგება. მწერალმა პირველი რომანი, სახელწოდებით ალისფერი კვალი 1887 წელს გამოაქვეყნა , რომელსაც 1890 წელს მოჰყვა ოთხთა ნიშანი , რის შემდეგაც მწერალმა გადაწყვიტა , რომ თავისი დრო სრულად დაეთმო შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებზე. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი მოთხრობების სახით 1891 წლის ივლისიდან , 1892 წლის ივნისამდე ახლად გამოშვებულ ჟურნალ strand-ში ყოველთვიურ ნომერში გამოიცემოდა , რომლისთვისაც მწერალმა ჰონორარის სახით ჯამში 25 ფუნტი მიიღო. მოთხრობების გამოქვეყნებამ ხელი შეუწყო ჟურნალის პოპულარობის ზრდას და 1892 წელს გამოიცა მთლიანი კრებული გამომცემლის , ჯორჯ ნიუნესის მიერ და მისმა პირველმა ტირაჟმა დიდ ბრიტანეთში 10 000 ეგზემპლიარი შეადგინა , ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში harper brothers-ის მიერ 4500 ეგზემპლიარად გამოიცა.
შერლოკ ჰოლმსი , ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია , რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველში. ავტორმა შერლოკ ჰოლმსზე 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა და ყველა მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. წიგნში ჰოლმსის თავგადასავალი ძირითადად მოთხრობილია პირველ პირში , დეტექტივის მუდმივი თანამგზავრის , ექიმი უოტსონის მიერ.
ართურ კონან დოილი , 1859 წელს , ედინბურგში დაიბადა. კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ , 1875-1881 წლებში ედინბურგის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა , თუმცა მისი ექიმად მუშაობის პრაქტიკა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და გადაწყვიტა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო.
მისი პირველი ტექსტი მწერალმა 1879 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 1887 წლიდან მის შემოქმედებაში გამოჩნდა შერლოკ ჰოლმსი , რომლის თავგადასავლების წერაც 1905 წლამდე გააგრძელა.
მწერალმა მის მიერ შექმნილი გენიალური პერსონაჟის ისტორიის დასრულება 1893 წელს გამოცემულ რომანში , სახელწოდებით „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“ გადაწყვიტა, სადაც წიგნის მთავარი გმირი , პროფესორ მორიარტთან ბრძოლაში დაეცა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მკითხველში და მათი დაჟინებული მოთხოვნით მწერალს მოუწია დეტექტივის გაცოცხლება და თავგადასავლის გაგრძელაბა.
მიუხედავად იმისა , რომ მწერალი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟით , მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები , სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები და რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხვოვან ნოველებს. შერლოკ ჰოლმსი ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ ადაპტირებული პერსონაჟია კაცობრიობის ისტორიაში. მის მიხედვით სხვა და სხვა დროს გადაიღეს მხატვრული ფილმები და ტელე სერიალები, ის ასევე წარმოდგენილია კომპიუტერულ თამაშებში , სადაც მოთამაშეებს დეტექტივთან ერთად უწევთ რთულ საქმეებთთან შეჭიდება და დანაშაულის გახსნა. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.