ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი გაიხსნა - Palitra News

ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი გაიხსნა

2022-06-30 11:14:57+04:00

ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი გაიხსნა. მისი ფუნქცია, კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებაში, ქართველი მკვლევარების დახმარება იქნება, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების წარმატებულ მონაწილეობას ხელს შეუწყობს.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს განათლების მნისტრის მოადგილემ მიიღო. ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც საგრანტო ოფისი გაიხსნა.