აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას - Palitra News

აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას

2022-07-01 20:20:31+04:00

აპირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებას. ექსპრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილად იქცა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება კი მთლიანად ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული.გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელსაც მიაჩნია რომ, იმ შემთხვევაში თუ ხალხის მხრიდან მუხტი და ზეწოლა იქნება, ოცნებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოუწევს. რას ამბობენ ''ქართულ ოცნებაში'' და რა მოლოდინებია თავად ბრალდებულების მხრიდან.