ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე საუბრისას, უკრაინის პირველმა ლედიმ პირობა დადო, რომ ქვეყანა, რუსეთის დანაშაულების გამოაშკარავებისა და დამნაშავეების დასჯისთვის ყველაფერს გააკეთებს. ოლენა ზელენსკა სარაკეტო თავდასხმას იხსენებს და ამბობს, რომ ადგილზე ბავშვები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად და ომის დასავიწყებლად ჩავიდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა მათი დახოცვა დაიწყეს. ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 3 ადამიანი კი რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა.