ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 36 350 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრიანელებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის 1594 ტანკი, 3772 ჯავშანტექნიკა, 806 საარტილერიო სისტემა, 247 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი და 660 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.