2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 1 576 ტონა ყურძენი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 267 ტონით მეტია. 2021 წელის 5 თვეში საქართველომ 1.4 მლნ დოლარის ღირებულების 1 309 ტონა პროდუქტი შეიძინა.
ქვეყნების ჩამონათვალს შორის, სადაც საქართველომ 2022 წელს ყურძენი იყიდა, ლიდერობს სომხეთი 832 ტონით, მას მოსდევს უზბეკეთი 487 ტონით, მე-3 ადგილზეა ირანი, საიდანაც ყურძნის იმპორტმა 118 ტონა შეადგინა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის ხვდება ასევე: ნიდერლანდები, თურქეთი და ესპანეთი. ასევე მცირე რაოდენობით, (ტონაზე ნაკლები) ყურძენი საქართველომ შეიძინა: პოლონეთში, ლიეტუვაში, ისრაელში და გერმანიაში.