გურამ გურამიშვილი - საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია - Palitra News

გურამ გურამიშვილი - საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

2022-07-16 16:08:59+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია.