მეოცე საუკუნის ბოლოდან საინფორმაციო ევოლუცია, რომელიც ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა კაცობრიობისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ეტაპად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რაღაც ეტაპზე კრიტიკის საგნადაც კი იქცა, ინტერნეტ სივრცე ადამიანების დაკავშირების, საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ახალი მიღწევებისთვის საუკეთესო პლატფორმაა.
ჩვენს საუკუნეში ადამიანებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ არსებობა ინტერნეტის გარეშე, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელ ნაწილად იქცა. ამ მასშტაბებამდე მოსავლელად სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სპეციალისტთა ერთობლივმა თუ დამოუკიდებელმა მიღწევებმა განაპირობეს შესაბამისი სივრცეების წარმოქმნა, რომელთა საშუალებით დღეს ძალიან ადვილად ვახორციელებთ სასურველ ოპერაციას.
დღევანდელი ჩვენი გადაცემა მიეძღვნება ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომლის დახმარებით ყოველდღე უამრავ ინფორმაციას ვეცნობით - Google ამერიკული ტრანსნაციონალური ტექნოლოგიური კომპანია ფოკუსირებული ხელოვნურ ინტელექტზე, საძიებო სისტემის ტექნოლოგიაზე, ონლაინ რეკლამაზე, cloud გამოთვლებზე, კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მომსახურებაზე, რაც აადვილებს მილიონობით კერძო თუ საჯარო კომპანიის და უბრალოდ ადამიანის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
Amazon-ის, Apple-ის, Meta-სა და Microsoft-ის პარალელურად Google მეხუთე უმსხვილესი საინფორმაციო ტექნოლოგიური ბრენდია.