22:18
17 თებერვალი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
2 რამ, რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: როგორ უნდა მოიხმაროთ კოღოს საწინააღმდეგო ფუმიგანტი
14-08-2018

კოღომ შეიძლება ყველაზე კომფორტულ კურორტზეც კი თქვენი დასვენება აუტანელი გახადოს. განსაკუთრებით მათი ნაკბენები პატარებს აწუხებს. ამიტომ თითქმის ყველა ოჯახში იყენებენ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის - ფუმიგანტებსაც.ბევრს ჰგონია, რომ კოღო შუქზე მოფრინავს, მაგრამ ეს არასწორია. ისინი ადამიანისგან ან ცხოველისგან ინფრაწითელ გამოსხივებას გრძნობენ. დიდ როლს თამაშობს რძის მჟავას სუნი, რომელსაც ადამიანი გამოსცემს.დღეს უამრავი საშუალებაა კოღოსგან დასაცავი. ძირითადად ფუმიგანტი - ბოლის საფუძველზე ”მომუშავე”. ერთი ასეთი ანტიმოსკიტური სპირალია. დაწვის შედეგად ის ანადგურებს მწერებს.

შემდეგი ჯგუფი ელექტროფუმიგანტებია - ისინი დენის წყაროში უნდა შეაერთოთ. გაცხელების შედეგად  კოღოებს კლავენ. თუმცა, მათ მოქმედების მცირე არეალი აქვთ და ის ერთ ოთახში რამდენიმე უნდა გამოიყენოთ.
•    გახსოვდეთ, არ გააჩეროთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალება მთელი ღამით
•    არ გამოიყენოთ ბავშვების, ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედების გვერდით.

ბევრ ადამიანს აქვს კოღოს საწინააღმდეგო საშუალებზე ალერგია. ამიტომ, კოღოსთან საბრძოლველად უმეტესობა ხალხურ მეთოდს ამჯობინებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები