01:43
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
2 სიახლე, რომლებიც მეტროში მგზავრების კომფორტის შესაქმნელად იგეგმება
12-12-2017

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" პიკის საათებში, მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ამჟამად არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალის 2,5 წუთამდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის უკეთ მომსახურების მიზნით იგეგმება, რაც ვაგონების ახალი შემადგენლობის შემოყვანით, ასევე ვაგონების შემადგენლობის მოდერნიზება–კაპიტალური შეკეთებით მოხდება.

„პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა, ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ შემცირდება“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუტეტის პროექტით, დაახლოებით 14 მლნ ლარია გათვალისწინებული. მატარებლების ახალი შემადგენლობის შემოყვანაზე ტენდერი გამოცხადდება.

კობახიძემ ასევე მეტროსადგურებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშოებზეც ისაუბრა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ასევე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს.
სარემონტო სამუშოები „ვაგზლის მოედანის“ სამივე სადგურს, ასევე, „ისნის“, „რუსთაველის“, „თავისუფლების“, „მარჯანიშვილის“, „წერეთელის“, „სამედიცინოსა“ და „ნაძალადევის“ მეტროსადგურებს ჩაუტარდებათ. „რუსთაველის“, „თავისუფლებისა“ და „მარჯანიშვილის“ მეტროსადგურებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდებათ, თუმცა ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახალი ელემენტების შეტანას ვაპირებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჯამში მეტროსადგურების სარემონტო სამუშოებისთვის 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები