საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა - Palitra News

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა

2022-07-31 11:17:44+04:00

საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, მასზე პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.