ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს და კიდევ 7 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენებების თანახმად, მკვლელობაში ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო სცდომაზე განაცხადა, ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. თუმცა, აღირებს რომ 20 წლის ახალგაზრდა მისი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი კი ბრალს არ აღიარებს. მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა.
ამ ეტაპისთვის გამოძიებით დგინდება, რომ კონფლიქტი უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 20 წლის მირიან კუკავა კი გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.