ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არსებობს მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინ არის მოწმე.
დავით ყაზარაშვილის თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. მისივე განმარტებით, წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის გარდა, 30 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გამოიკითხა.
რაც შეეხება, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცადებას, გიორგი გვაჯაიას განმარტებით, დავით ჯიჯეიშვილი 29 ივლისს დედის თანხლებით პოლიციაში მივიდა და აღიარა ბრალი. ამასთან, ათვიცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ინანიებს.