წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომა, რომლის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გუდაურის ტრაგედიისას დაღუპულებს და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს სხდომაზე 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
აღნიშნულ გეგმაში 30-მდე იდეა დაჯგუფებულია 8 ვალდებულებაში და 3 ძირითად ბლოკში ერთიანდება. თითოეული ბლოკი ღია მმართველობის უმთავრეს პრინციპებს წარმოადგენს და საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, ცნობიერების ამაღლებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებს.