უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ცდილობს, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი, ხოლო რუსეთი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს. მისი თქმით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და წელს, რუსეთის შემოჭრის გამო, უკრაინულ მოსავალს საფრთხე ემუქრება.
"მაშინ, როცა რუსეთი შიმშილით აშანტაჟებს მსოფლიოს, ჩვენ ვცდილობთ, გლობალური სასურსათო კრიზისი ავიცილოთ“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და, ტრანსპორტირების დაწყების შესახებ, პარტნიორებისგან სიგნალს ელოდება.