შსს-მ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - Palitra News

შსს-მ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2022-08-01 09:02:51+04:00

ბათუმში ერთ-ერთ რესტორნაში ათობით პირის ჩხუბის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განაცხადეს გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულოგნობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა სურდა, ხოლო სხვა მაგიდასთან მყოფები მუსიკის ჩართვას აპროტესტებდნენ, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღის გამო, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.