ვინ გახდება ცესკო-ს ხელმძღვანელი? - პრეზიდენტი პარლამენტს შერჩეულ კანდიდატურებს 1 კვირის ვადაში გადაუგზავნის. თავმჯდომარეობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელია.
გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიტიური შეფასება, რაც ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ ჯერ პრეზიდენტმა და შემდეგ უკვე დეპუტატებმა, არჩევანი ისევ მის კანდიდატურაზე შეაჩერონ.