უკრაინაში ომის 159-ე დღეა. ფრონტის ხაზზე წერტილოვანი დარტყმები ხორციელდება. სუმის რეგიონის სოფელი მიროპილია დღეს დილით რუსულმა ძალებმა დაბომბეს. რუსებმა სოფლის საცხოვრებელ უბნებს დილის 5 საათსა და 30 წუთზე ცეცხლი გაუხსნეს.
რამდენიმე ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. დილითვე დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი, რომლის მიმარულებითაც დაქხლოებით 40 რაკეტა გაისროლეს. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ხერსონშიც. ვითარება კრიტიკულია ასობით სოფელში.