უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიკოლაევში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს.
ზელენსკის თქმით, რუს ტერორისტებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლებენ უკრაინის სოციალური და ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებას, რადგან უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების საერთო შესაძლებლობები უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რუსული რაკეტა და ჭურვი