სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, ქვეყნის არმიის გენშტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შეწყვეტისთვის.