ვოლოდიმირ ზელენსკი - შევინარჩუნოთ ერთობა, არა მხოლოდ გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხობრივად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - შევინარჩუნოთ ერთობა, არა მხოლოდ გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხობრივად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს

2022-08-01 10:12:29+04:00

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიკოლაევში ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაბომბვის შედეგად, ოკუპანტებმა საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს დაარტყეს.

ზელენსკის თქმით, რუს ტერორისტებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლებენ უკრაინის სოციალური და ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებას, რადგან უკრაინისა და უკრაინის მოქალაქეების საერთო შესაძლებლობები ნამდვილად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი რუსული რაკეტა და ჭურვი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს და ახლა აუცილებელია პოზიციების შენარჩუნება ყველგან.

"გაამაგრეთ პოზიციები თავდაცვაში, დიპლომატიასა და პოლიტიკაში", - განაცხადა ზელენსკიმ.