შინაგან საქმეთა სამინისტრო გუდაურთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.
ასევე, განცხადებაში წერია, რომ 2019–2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა. ასევე აღნიშნულია რომ ვერტმფრენი "მი – 8" გამოიყენება ძებნა-გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში.