რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

2022-08-01 11:47:38+04:00

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.