საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 სექტემბრამდე გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს შესთავაზეს პროცესზე დასწრება როგორც უშუალოდ დარბაზში, ისე დისტანციურად, მაგრამ სააკაშვილმა უარი განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
პროცესზე წარმოდგენილი იყო წერილი კლინიკა „ვივამედიდანაც“, რომლის მიხედვით პროცესზე მისი დასწრება მიზანშეუწონელი იყო მკურნალობის გამო.