საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია საფრთხის შემცველია ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. ამიტომ მათ სურთ კოლეგებსა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აუხსნან, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთი მხრივ საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს.