მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალის მოცულობა წელს რეკორდულად გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ხელისუფლებამ შიდა ვალის სახით დაახლოებით 1,458 მლრდ ლარი აიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში აღებული შიდა ვალის მოცულობა დაახლოებით 578 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წელს აღებული შიდა ვალის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 880 მლნ ლარით გაიზარდა.