დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ისევ ზრდის, მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 148-დან 275 დოლარამდე გაიზარდა. შროტზე კი 31,5-დან 39 დოლარამდე. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.
ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს.
რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, შემცირებულია ასევე იმპორტი რუსეთიდანაც.