რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, ბუნებრივად გაიზარდა მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენასა და იჯარაზე, რამაც ერთის მხრივ გაზარდა ფასები, მეორეს მხრივ კი გამქირავებლები დამატებითი საფრთხეები წინაშე დააყენა.
გვახსოვს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის განცხადება, სადაც ორგანიზაცია მოუწოდებდა წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოეჩინათ საქმიანობისას და არ დაეშვათ, რომ უნებლიეთ ისეთი გარიგებების მონაწილეები გამხდარიყვენ, რაც შესაძლოა ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ საერთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდა.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ც კი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის გადახურების რისკი განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ბინების იჯარით გაცემის სფეროებში აშკარაა, რაც ფასების მატებაში აისახა.
რა სურათია 5 თვის თავზე, რამდენად გაზრდილია პრობლემური ქეისების რაოდენობა და რა ელის ფასებს - თემაზე "ბიზნეს პალიტრას" ეთერში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ოთარ კაჭკაჭიშვილი საუბრობს