საქართველოში უკრაინელებისთვის დახმარების პროგრამა, რომელიც თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფას გულისხმობდა, დასრულდა. არსებული ინფორმაციით, უკრაინელი ოჯახებს ახლა თავად უწევთ საცხოვრებელი ადგილების მოძიება. აღნიშნულ პრობლემას გამოეხმაურა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც საზოგადოებასა და ბიზნესმენებს უკრაინელთა დახმარებისაკენ მოუწოდებს.