კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაძაბულობას მოჰყვა, რომელიც გუშინ სამართალდამცველებსა და ადგილობრივ სერბებს შორის იყო.
ნატოს ძალები კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ.
უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა მოხდეს, რადგან კოსოვოს შემთხვევა ყირიმის შემთხვევის მსგავსია.