პრემიერის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მთავრობა სექტემბერში პარლამენტს მიმართავს და მოახდენს ბიუჯეტის კორექტირებას. მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო ბიუჯეტცი გაიზრდება, რადგან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს.
საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.