საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, დღეიდან სახელმწიფო მართვაში არსებული კლინიკების სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური სახელფასო ანაზღაურება გაიზრდება.
როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ანაზღაურება საშუალოდ 50%-ით გაეზრდება ქვეყნის მასშტაბით 17 ამბულატორიაში მომუშავე მედპერსონალსაც.