უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ კოსოვოს დამოუკიდებლობა - კოსოვოს "ქეისი" იგივეა, რაც ყირიმის შემთხვევა - Palitra News

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაღიაროთ კოსოვოს დამოუკიდებლობა - კოსოვოს "ქეისი" იგივეა, რაც ყირიმის შემთხვევა

2022-08-01 16:40:50+04:00

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ არ უნდა აღიაროს ოფიციალურმა კიევმა კოსოვოს დამოუკიდებლობა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, თუ უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს, მისი პოზიციები ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით სუსტი იქნება.

ამასთან, დენისენკომ აღნიშნა, რომ ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო აქტიური საუბარი მიდის უნდა აღიაროს თუ არა უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ამ აქტივობაში რუსული ბოტების ხელი ურევია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მრჩევლის განცხადებით, რომ არც სერბეთი და არც კოსოვო მზად არ არიან და არ სურთ სამხედრო კონფლიქტი.