რუსეთმა იგრძნო სამხრეთით საკუთარი დაჯგუფების გაძლიერების აუცილებლობა. ცალსახაა, ამას ძალების გადაადგილებით შეეცდება, რომელიც ახლა დონბასშია განთავსებული. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, რუსული ძალები ცდილობენ ბახმუტის მიმართულებით შეტევას, სადაც ოკუპანტები პროგრესს აღწევენ.
"რუსეთი დააკორექტირებს დონბასზე თავდასხმის ოპერატიულ გეგმას მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ოპერატიული გარღვევა გეგმის მიხედვით, რომელსაც ის აპრილიდან მოყოლებული ეყრდობოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.