მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა - Palitra News

მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი დატოვა

2022-08-01 16:42:03+04:00

სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი დატოვა.

გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ავრცელებს.

კუბრაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ გააკეთა ყველაფერი პორტების აღსადგენად. მისივე თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგებას მოუტანს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი და რომ ისინი გეგმავენ პორტების სრული სატრანსპორტო შესაძლებლობების აღდგენას უახლოეს კვირებში.