მიდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან და რა გარანტიებს მიიღებს როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ასევე ხელისუფლება? - თემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაზე აიღებს ხელს თუ არა, სამართალი მაინც უნდა აღსრულდეს, მისი პარტია კი მაინც დესტაბილიზაციის მომხრედ დარჩება.
მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, ქართული ოცნება სააკაშვილს 10 წლის განმავლობაში საფრთხობელად იყენებდა და თუ ექს პრეზიდენტი გადაწყვეტს პოლიტიკიდან დროებით მაინც წავიდეს, "ოცნებას" ამ კარტის გათამაშების შანსი აღარ ექნება.
რაც შეეხება თავად "ნაცმოძრაობის" პოზიციას, ყოფილი პრეზიდენტის პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საუბარი რაიმე ტიპის გარიგებაზე ან რაიმე სახის გარანტიების მიცემაზე, შეთქმულების თეორიაა.