„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს კონკრეტული ძალა, მათ შორის დასავლეთში, რომელიც ცდილობს, საქართველოში იყოს „მეორე ფრონტი“. მამუკა მდინარაძე დედაქალაქში გავრცელებულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ “რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. მისი თქმით, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები „თავის მართლებას ცდილობენ“.