„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია. კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკს უწოდებს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზია ტყუილს ავრცელებს.