პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა - Palitra News

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

2022-08-01 20:33:02+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მისი განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.