კოსოვოს მთავრობამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს. ნატოს ძალები კოსოვოში აცხადებენ, რომ სტაბილურობისთვის საფრთხის შემთხვევაში მზად არიან კონფლიქტში ჩაერიონ. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა მოხდეს, რადგან კოსოვოს შემთხვევა ყირიმის შემთხვევის მსგავსია. უფრო დეტალურად კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ ჩვენი ჟურნალისტის, ქრისტი შამათავას სიუჟეტიდან ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შეიტყობთ.