Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი „BB“-ის დონეზე, ანუ „სტაბილური პერსპექტივით“ დაადასტურა. ამის შესახებ სარეიტინგო კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ანგარიშში წერია. Fitch Ratings-ის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 65%-ით, ხოლო მხოლოდ რუსეთიდან გზავნილები სამჯერ გაიზარდა. საგარეო ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას Fitch Ratings უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირებს, რამაც „ჯერჯერობით დიდი დადებითი ეკონომიკური შოკი გამოიწვია, რადგან საქართველოში 90 000-მდე რუსი, ბელარუსი და უკრაინის მოქალაქე შევიდა“. Fitch მიიჩნევს, რომ ეს არის ერთჯერადი ეგზოგენური შოკი, ხოლო საგადამხდელო ბალანსზე და საგარეო ფინანსებზე მისი გრძელვადიანი გავლენა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნათელი. საქართველოში ტურისტების შემოდინებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, ეს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.