იუსტიციის სამინისტრო ახალ პლატფორმას აფუძნებს. მისი მიზანია, სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვა.
შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს