რუსული ჩექმის კვალი და ომის დანაშაულების ფაზა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. ხერსონის ოლქში დოლგოვოეს დასახლებაში, რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ. მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხდებოდა. რუსი ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გახსნას ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
უკრაინაშ ომის 160ე- დღეს უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქება მოხდა. ქალაქზე ძლიერი თავდასხმა ადგილობრივი დროით, დილის 4 საათზე განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.