უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო. ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის მასშტაბების გაზრდა კი სწორედ ამ მიზეზით მოხდა.
უკრაინის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკრონი ყირიმის პლატფორმის ონლაინსამიტზე მიიწვია, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.