აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, "ალ ქაიდას" ლიდერი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ოჯახის წევრებიც, რომლებიც უვნებლები გადარჩნენ.
ზავაჰირიმ „ალ ქაიდას“ ხელმძღვანელობა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გადაიბარა და ის აშშ-ის მიერ ძებნილი ნომერ პირველი ტერორისტი იყო.