გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს. გასვენება ტაძრიდან დღეს 14 საათზე მოხდება.
სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა სამაშველო ოპერაციის დროს მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსია.