ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები, იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევის განხორციელებას დიდი ალბათობით, შეძლებენ.
მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჯარების გადაყვანას სამხრეთ უკრაინის თავდაცვითი პოზიციების მხარდასაჭერად, რაც შეასუსტებს ოკუპანტების ძალებს სლავიანსკის მიმართულებით.
„ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, შეუქმნის უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობას იზიუმის მიმართულებით, ისევე როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის ოლქის დაპყრობამ საშუალება მისცა უკრაინას შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში,“ -აცხადებენ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები.