ანტონიო გუტერეში - უკრაინის პორტიდან გასული სავაჭრო გემი ორი დეფიციტური პროდუქტით არის დატვირთული: მარცვლეულითა და იმედით - Palitra News

ანტონიო გუტერეში - უკრაინის პორტიდან გასული სავაჭრო გემი ორი დეფიციტური პროდუქტით არის დატვირთული: მარცვლეულითა და იმედით

2022-08-02 10:06:55+04:00

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი უკრაინული გემის გასვლა უზარმაზარი კოლექტიური მიღწევაა. მისივე თქმით, აღნიშნული გემი, მსოფლიოში არსებული ორი დეფიციტური პროდუქტით: მარცვლეულითა და იმედით არის დატვირთული. მისი თქმით, პორტიდან მარცვლეულის გატანა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის უზარმაზარი კოლექტიური მიღწევაა. მხარეები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ამ ეტაპისთვის მიეღწიათ.

ცნობისთვის, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი დატოვა.

ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.