ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, ზურიკო დავითაშვილი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს, ტრანსფერი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დადასტურდება.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერები, დავითაშვილი და აზაროვი მალე ახალ კლუბში ითამაშებენ.
დავითაშვილს რამდენიმე კლუბი იწვევს, მათ შორის – ევროპის ტოპ-ლიგებიდან. შეგახსენებთ, მანამდე მისმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ დავითაშვილითა და აზაროვით იტალიის სერია „ა“-ს გუნდები დაინტერესდნენ.
ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს სერბულ გრანდში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ იწვევენ, თუმცა დაზუსტებით ამის შესახებ სანდო წყაროები არ იუწყებიან. ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორივე ფეხბურთელი ბათუმურ კლუბს დატოვებს.