BeBasket-ის ცნობით, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული სანქციეა აგრეთვე იქ მომუშავე მწვრთნელებს ეხება. წესი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.
უახლოეს დღეებში ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ფანჯრის წინ შეკრება და სექტემბერში ევრობასკეტისთვის შემადგენლობის შერჩევა დაიწყეს. ფრანგებმა ეროვნულ გუნდში არ მიიწვიეს ლივიო ჟან-შარლი (ცსკა) და ლუი ლიბერი (უნიკსი).
შეკრებაზე გამოძახებულია "რეალის" ყოფილი კალათბურთელი ტომას ერტელი, რომელმაც არაოფიციალური ინფორმაციით "ზენიტთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა.